ოღონდ, ამიხსენით, დამისაბუთეთ, რომ მართალი არ ვარ! – ზაზა დავითაია:

ზაზა დავითაია:

 – “ვიცი, ბევრი მტერი მყავს…
თუმცა, უსამართლოდ არავის დავპირისპირებივარ!
არც სინანული მეძნელება და პატიების თხოვნაც – ჩემთვის წარმოუდგენელი სულაც არ არის,
ოღონდ, არ მინდა, ბანალურად და ფარისევლურად გამომივიდეს, რასაც ახლა დავწერ:
თუ ვინმესთვის უნებურად, უსამართლოდ მიწყენინებია – შენდობას ვითხოვ! – ოღონდ, ამიხსენით, დამისაბუთეთ, რომ მართალი არ ვარ.
სხვა მხრივ კი, მტრისთვის პატიების თხოვნას არ ვაპირებ.
შეიძლება, მტრისთვის ვილოცო, რათა უფალმა თვალი აუხილოს, მაგრამ არასწორებს, სხვადასხვა უსამართლობის ჩამდენებს, ადამიანების მჩაგვრელებს, მკვლელებს, ჯალათებს, ლიბერასტებს, მათგან მოგზავნილებს
– ქედს არც მოვუდრეკ და არც შევეპუები!
ხოლო, ყველა კეთილ ადამიანს, ვისთვისაც უნებურად მიწყენინებია –
მუხლმოდრეკით, გულწრფელი სიმდაბლით ვევედრები შენდობას ❤
                                  
არც ვაზვიადებ და არც ვჭერმეტყველებ – მართლა ერთი რიგითი ცოდვილი ვარ, რომელსაც ცხონება სურს და ცდილობს, დაბადებიდან სიკვდილამდე ცხოვრების გზა სწორად გაიაროს! თუ შეამჩნიეთ, რომ უნებურად გადავუხვიე – შემიძახეთ! შემაგონეთ და კალაპოტში დამაბრუნეთ – მადლობელი დაგრჩებით!
არც ჩემი მტრის ცხონება მეწყინება, რადგან თუ ცხონების გზაზე დადგება, მტერი კი არა, უკვე მოყვარე იქნება!
ღმერთმა ყველას მოგიტევოთ ცოდვები, ოღონდ, მანამდე სინანულის ძალა მოგცეთ!”
კომენტარები