ოცი წლის იქნებოდა, თამამშევის ქარვასლაში საყვავილე მაღაზია გამართა – ყვავილებისა და მხატვრული კომპოზიციების მეფე, ქართველი მებაღე-დეკორატორი მიხეილ მამულაშვილი 

ყვავილებისა და მხატვრული კომპოზიციების მეფე, ქართველი მებაღე-დეკორატორი მიხეილ მამულაშვილი

დაიბადა 1873 წლის 14 სექტემბერს.
გარდაიცვალა 1973 წლის 6 იანვარს.

1890-1898 წლებში მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის ბაღში.
1907 წელს ილია წინამძღვრიშვილის ინიციატივით თბილისში გახსნა ყვავილების სალონი.

———————————-
ზურა შევარდნაძისგან – Gardenia shevardnadze

ოცი წლის იქნებოდა, თამამშევის ქარვასლაში საყვავილე მაღაზია გამართა, მცხეთის ბაღში მოყვანილი ყვავილებისაგან დამზადებულ გვირგვინებს, კალათებს და გირლიანდებს სთავაზობდა მაშინდელ თბილისელებს.
ძალიან მალე გაითქვა სახელი და მისი ნაშრომით აღტაცებული, მადლიერი მუშტრების რიგი არ წყდებოდა სახელოსნოსთან.
ყოველი წლის 3 ოქტომბერს მასთან მოდიოდა ქალაქელი წარჩინებული ადამიანი, ცეცხლისფერი ქრიზანთემებით სავსე უშველებელ კალათს უკვეთავდა და გზავნიდა საყვარელი მეუღლისთვის სადაბადებისდღეოდ. ერთხელაც ბატონი ხსენებულ დღეს არ მობრძანებულა. გაუკითხავთ და გაურკვევიათ, რომ გარდაცვლილა. იმ წუთას დაუმზადებიათ და მას შემდეგ ბევრი წელი უცნობი ქალბატონი ყოველ 3 ოქტომბერს იღებდა საჩუქრად დიდ კალათს ცეცხლისფერი ქრიზანთემებით’ უწინდებურად ბარათით ” შენი მეუღლისაგან”..
დღეს, 14 სექტემბერს, პირველი ქართველი მებაღის, მცხეთელი მიხეილ მამულაშვილის დაბადების დღეა.
#გრდენიასისტორიები

კომენტარები