“ოცნებიდან” წამოსულ, თუ ძააალიან “გაკიტრებულ” ხალხს ტელევიზორში რომ შევხედავ ხოლმე სულ ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება:”-გია გაბრიჭიძე:

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს-

“ოცნებიდან” წამოსულ, თუ ძააალიან “გაკიტრებულ” ხალხს ტელევიზორში რომ შევხედავ ხოლმე (ცხადია შემთხვევით), სულ ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება:
– კომუნისტების დროა და ქარხნის დირექტორი რაღაც საქმის გამო სამსახურში მიბრუნდა. დაინახა, რომ დარაჯი და კიდე ერთი მუშა სხედან, აქვთ ორი ბოთლი არაყი და მზესუმზირა. იფიქრა, ალბათ მისაყოლებლის ფული არა აქვთო და ორმოცდაათმანეთიანი დაუტოვა.
ავიდა კაბინეტში, თავისი საქმე გააკეთა და წამოვიდა. დარაჯს და მის თანამეინახეს დახედა – ახლა მაინც იქნებიან ჯიგრულადო და . . .
მაგიდაზე იდო ოთხი ბოთლი არაყი და ბეეეევრი მზესუმზირა.
მორალი – რაც არ უნდა ფული, თანამდებობა, ჩინ-მედლები მისცე, თუ ტიპი მდაბიოა, მაინც “სემიჩკას” იყიდის “-წერს გია გაბრიჭიძე

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები