„ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც აღნიშნულ კანდიდატს ხმას მისცემენ, მიხეილ სააკაშვილზე უარესი არიან“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინეს.

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და სხდომის წამყვანი, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გედევან ფოფხაძემ განაცხადა:

„ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც აღნიშნულ კანდიდატს ხმას მისცემენ, მიხეილ სააკაშვილზე უარესი არიან. ანრი ოხანაშვილი სავარაუდოდ, მისთვის ხმის მიცემას აპირებს.

თქვენ რომ ვინმემ ხმა მოგცეთ, ის იქნება არა უბრალოდ „ნაცი“, არამედ „ნაცი“ კვადრატში. ის „ოცნების“ დეპუტატი, რომელიც თქვენ ხმას გაძლევთ, არის „ნაცი“ კვადრატში. ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმას გაძლევთ, მიშა სააკაშვილია, იმაზე უარესია. ამ მოცემულობაში რატომ აგდებთ ამ დეპუტატებს? ანრი იცინის, ეტყობა აპირებს თქვენთვის ხმის მოცემას“.

ანრი ოხანაშვილმა უპასუხა:

„რას ჰქვია მე ვისზე ვაპირებ ხმის მიცემას და სააკაშვილთან გაიგივება. გააგრძელეთ ინტერვიუ და ჩემს შეფასებებთან და გაიგივებასთან დაკავშირებით თავი შეიკავეთ, კორექტულობის ფარგლებში გააგრძელეთ ინტერვიუ კონკრეტული სახელების და გვარების გარეშე“.

„ეს არის არის ჩვენი უბედურება, როცა „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სინთეზი იმ კონდიციამდე მიდის. ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ ამაში, მე ცხენებთან საერთოდ არ მაქვს საქმე, მე მაქვს საქმე ივანიშვილთან“, – განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები