„ოცნებობენ, რომ საქართველოს დაუწესონ სანქციები. ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი…“-გიორგი ქარდავა

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვა“
თემა: საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია; რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე; რუსეთ-უკრაინის ომი
სტუმარი: გიორგი ქარდავა – „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი

-„ამ შემთხვევაში, უკრაინა ვერანაირ სანქციას ვერ დაგვიწესებს. უკრაინა არ იმყოფება იმ მდგომარეობაში და პრინციპში, არც არასოდეს იმყოფებოდა, მით უმეტეს, ჩვენთან კონტექსტში, რომ რამენაირად შეეზღუდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი კრიტიკული ხასიათის ტვირთი და სხვა.
უფრო მნიშვნელოვანია ომის პროცესში მოხდეს უკრაინის მხრიდან ერთგვარი ჩივილი, რომ საქართველო გვერდის ავლით ცდილობს რუსეთთან ვაჭრობას და აქცენტი უფრო კეთდება ჩვენს საერთაშორისო ევროპელ, დასავლელ პარტნიორებზე, რათა მათ მიიღონ კონკრეტული ზომები.
ეს პარტიული ტელევიზიების სურვილებია, რათა საქართველოს დაუწესონ სანქციები. ეს ადამიანები ოცნებობენ, რომ საქართველოს დაუწესონ სანქციები. ამათ ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი იგრძნობს ამას. შეიძლება, ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს იმაზე მეტი შესაძლებლობები ექნება, როგორმე დარტყმა აირიდოს. ის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი იქნება ჩვეულებრივი რიგითი ქართველი, რომელიც არც თუ ისე კარგად ცხოვრობს ბოლო 30 წელია…“-განაცხადა გიორგი ქარდავამ.

გადაცემა ნახეთ

კომენტარები