ოხრახუში, ისპანახი, ბროკოლი, თეთრთავა კომბოსტო, რეჰანი, ქინძი, ნიგოზი, ავოკადო, მოცვი, მარწყვი – აუცილებლად უნდა შედიოდეს ყოველდღიურ საკვებ რაციონში

K ვიტამინი, რომელიც უხვადაა ისპანახში, ბროკოლსა და სალათის ფურცლებში, სასარგებლო აღმოჩნდა გულისთვისაც – ამ დასკვნამდე მივიდნენ სამხრეთ კაროლინის (აშშ) მკვლევარები. აღნიშნული ნივთიერება მონაწილეობს გულის კუნთის სისხლით მომარაგებაში, ეხმარება მარცხენა პარკუჭს ნორმალური მუცულობის შენარჩუნებაში.

K ვიტამინის დეფიციტი გულის ფუნქციობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. როგროც ექსპერტები აღნიშნავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის მიწოდება მოზარდი ორგანიზმისთვის. საკვლევი ახალგაზრდების 10 %-თან მეცნიერებმა გულის კუნთის გადიდება და გულის მუშაობის რამდენიმე სახის შეფერხება გამოავლინეს, ამასთან, ველა მათგანს ორგანიზმში K ვიტამინის დეფიციტი აღენიშნებოდა.

საზოგადოდ, ახალგაზრდებს არ უყვართ აღნიშნული ვიტამინის შემცველი საკვები პროდუქტებით კვება, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, უპირველესად კი გულის ფუნქციობაზე – აცხადებენ სპეციალისტები.
ოხრახუში, ისპანახი, ბროკოლი, თეთრთავა კომბოსტო, რეჰანი, ქინძი, ნიგოზი, ავოკადო, მოცვი, მარწყვი – ეს და K ვიტამინის შემცველი სხვა პროდუქტები აუცილებლად უნდა შედიოდეს ყოველდღიურ საკვებ რაციონში, თუ გსურთ გულთან დაკავშირებული

კომენტარები