ოჯახური კონფლიქტის გამო ადგილზე მისული პატრული მამაკაცმა დაჭრა, შემდეგ მეშვიდე სართულიდან გადახტა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

-„სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი ოჯა­ხურ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით შე­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ცხად­და თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, რა დრო­საც შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რის მე­უღ­ლე – 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ. გახ­და აგ­რე­სი­უ­ლი და ამა­ვე კორ­პუ­სის მე-4 სარ­თულ­ზე, სა­დარ­ბა­ზო­ში, ად­გილ­ზე მი­სულ პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს დ.ბ. -ს ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, მარ­ცხე­ნა ზედა კი­დუ­რის არე­ში მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, რის შემ­დე­გაც ამა­ვე კორ­პუ­სის მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლის სა­დარ­ბა­ზო­დან გად­მოხ­ტა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რილ პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს, დ.ბ. -ს ის მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მისი სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა”.
თემ­ქა­ზე ოჯახ­ში და­პი­რის­პი­რე­ბის გამო ცოლ­მა პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა. ად­გილ­ზე მი­სულ სა­პატ­რუ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს მა­მა­კა­ცი ცივი ია­რა­ღით თავს და­ეს­ხა, შემდეგ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლის სა­დარ­ბა­ზო­დან გა­დახ­ტა.
კომენტარები