პაატა არაბული: საქართველოს მოუწევს დაფიქრება, რათა აღმშენებლობის სწორი მიმართულება აღმოაჩინოს!

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი,

პაატა არაბული წერს:

– დღევანდელი დაძაბულობა მსოფლიოში აჩვენებს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მესამე მსოფლიო ომს. მსოფლიოში მიმდინარეობს ტერიტორიების განაწილების პროცესი და ზუსტად ახლა საქართველოს ეძლევა რუსეთთან ურთიერთობების გამყარების შანსი, რადგან მხოლოდ რუსეთს შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაზღვევა.  როგორც კი საქართველო დაიწყებს მეგობრობას რუსეთთან, როგორც კი გაჩნდება ნდობა და საქართველო დაუმტკიცებს თავის მეგობრობას რუსეთს, უმალვე შეძლებს ტერიტორიების დაბრუნებას. ქართველებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ყოველთვის იცავდა საქართველოს, რასაც ისტორია ადასტურებს.

ნაცისტურ გზაზე დამდგარმა საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის რეჟიმმა და თუნდაც საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეცდომაში შეიყვანეს ქართველი ხალხი, პრიორიტეტები იმ ამერიკისა და ევროპისკენ მიმართეს, სადაც უზნეობის და ჰომოსექსუალიზმის ბუდეა.

თუ საქართველო საბოლოოდ, ამ გზას აირჩევს, ქვეყანაში სამუდამოდ განადგურდება ეროვნული და ზნეობრივი ცნობიერება, ჯამში კი – ქართველი ხალხიც!

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დიდ როლს თამაშობს. ღვთის შეწევნით და სწორი ორიენტაციი ისინი მოახერხებენ უტოპიიდან საქართველოს გამოყვანას და რუსეთთან ერთად ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მოუტანა ამერიკამ და ევროპამ უკრაინას, ტერიტორიების დაკარგვა, უკრაინელი ხალხის განადგურება, მართლმადიდებლური ეკლესიების დანგრევა და დიდი უზნეობა.

საქართველოს მოუწევს დაფიქრება, რათა აღმშენებლობის სწორი მიმართულება აღმოაჩინოს!

 

კომენტარები