პაატა იმნაძე: „ახალი მუტანტი ყოველთვის გამოჩნდება – ერთი წელია, რაც ვრცელდება და ჯერჯერობით გენომში ცვლილება 01%-ია“
-„ახალი მუტანტი ყოველთვის გამოჩნდება. აი, ახლაც, მე და თქვენ რომ ვსაუბრობთ, ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს უჯრედებში მუტაციები ხდება. კორონა ძალიან არ შეცვლილა. ერთი წელია, რაც ვრცელდება და ჯერჯერობით გენომში ცვლილება 01%-ია. თუ მეტით შეიცვლება, არავინ იცის, როგორი იქნება ეს ცვლილება – უარესი თუ უკეთესი”, – განაცხადა კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ