პაატა იმნაძე: „ ახალი შტამი 56-დან 70 პროცენტამდე უფრო სწრაფად ვრცელდება“

-„ ახალი შტამი სიმპტომებით, სიმძიმით, მიმდინარეობით იგივეა, ჯერჯერობით, არავითარი განსხვავება  არ აღმოჩენილა. ერთადერთი განსხვავება არის, – უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად გადამდებია.  სხვადასხვა მონაცემით, 56-დან 70 პროცენტამდე უფრო სწრაფად ვრცელდება. დაცვა აბსოლუტურად იგივეა, რაც არის ისევ პირბადე და დისტანცია“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „დილის შოუ“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები