პაატა იმნაძე: „თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს“

-„რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ხოლმე ჩემს სიტყვებზე, ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის დანახვა, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. მგონი, კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით, ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ თავისი გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, ჩვენ თუ ყველა ერთად გავხდებით ავად. ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. აი ეს არის რეალობა“, – განაცხადა დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი თბილისში, შემდეგ კი იმერეთსი ფიქსირდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონებიდან აჭარას უკვე იმერეთმა გადაასწრო.

თბილისში – 976, აჭარაში – 328, იმერეთი – 368, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 135, გურია – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 280, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები