პაატა იმნაძე: „ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ – ვაქცინებთან დაკავშირებით ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა“

-„ვაქცინასთან დაკავშირებით განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ამის გამო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდობლობა აქვს. საჭიროა,  მეტი ინფორმირებულობა და განმარტება,  მოსახლეობამ აზრი რომ შეიცვალოს.

ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა, იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების თეორიების სჯერა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი დახმარებით, მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი განმარტება, ახსნა, -როგორი და რა ტიპის ვაქცინებია. ბუნებაში არ არსებობს ძალა, ერენემ ვაქცინა უკან წავიდეს, ბირთვში შევიდეს და დეენემი შეცვალოს. ბიოლოგიის საფუძვლებს ხომ ყველა არ იცნობს, მაგრამ რაღაცნაირად, ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ.

ჩვენი კვლევებით 22 პროცენტამდე ამბობს, – ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, – ვაქცინაციას ჩაიტარებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

კომენტარები