პაატა იმნაძე: „კანალიზაციის წყლებში ვამოწმებთ, ხომ არ არის კორონავირუსი – ფეკალურ მასებთან ერთად სადმე“

-„ჩამდინარე წყლებშიც ჩატარდა კვლევა, სადმე ხომ არ ფიქსირდება კორონავირუსი. ეს მეთოდი ვირუსით ყველაზე დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში – მარნეულსა და თეთრიწყაროში გამოიყენეს.

კანალიზაციის წყლებში ვამოწმებთ, ხომ არ არის კორონავირუსი – ფეკალურ მასებთან ერთად სადმე ხომ არ ცირკულირებს COVID-19.

მსოფლიოში ძალიან ცოტა განვითარებული ქვეყანა იყენებს ამ მეთოდს.

ეს არ არის მარტივი კვლევა, სწორედ ლუგარში ვატარებთ მას და საბედნიეროდ, ყველა პასუხი ნეგატიურია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ  პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედის დღე“.

კომენტარები