პაატა იმნაძე: „მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდეს – მედიასაშუალებები“

-„გარკვეული მედიასაშუალებები უკვე მიზანმიმართულად მუშაობენ,  მოსახლეობას არ სჯეროდეს კორონავირუსის არსებობის.

რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილზე, სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა მუშაობს, შემდეგ ეს სწორედ იმას იწვევს, რომ, გამოკვლევებისას, მოსახლეობის ნაწილის დამყოლობა არაა საკმარისი. შესაბამისად, გვიწევს ხოლმე, მკაცრი საკარანტინო ზომების გატარება ვურჩიოთ მთავრობას. სამწუხაროდ, საინფორმაციო გარემო წალეკილია არასწორი ინფორმაციით. პირდაპირ ვიტყოდი, – ამაზე მთელი ტროლების ფაბრიკები მუშაობს – არა მარტო რუსული ან სხვა, არამედ, აქაც, საქართველოშიც“ – განაცხადა ,ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები