პაატა იმნაძე მოსახლეობას დადგენილი შეზღუდვების შესრულებისთვის მადლობას უხდის – „მძიმე პერიოდი კარგად გავიარეთ“

-„მძიმე პერიოდი კარგად გავიარეთ. არ გვქონია გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. ახლა წყნარდება სიტუაცია, მაგრამ კორონავირუსი რომ დიდხანს დარჩება. სამწუხაროდ, ესეც ფაქტია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მოსახლეობას იმისთვის, რომ ყველა ის შეზღუდვა, რაც არსებობდა, ასრულებდნენ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო იმას, რას აკრძალავდა სახელმწიფო, არამედ იმასაც, თუ როგორ შეასრულებდა ამას მოსახლეობა. საბედნიეროდ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ, თავის დროზე, ეს ძალიან კარგად შეასრულა“ – განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ანატომია“.

კომენტარები