პაატა იმნაძე: „მუშევანი ის სოფელია, სადაც ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს“

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევებიდან შვიდი არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელ გეტას კლასტერიდანაა. ამ დროისთვის, ბოლნისში 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 131 პირის საკვლევი მასალა. 45 პირის ანალიზზე კვლევა გრძელდება.

-„მუშევანი სამწუხაროდ ის სოფელია, სადაც საქართველოში ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს.

ქვემო ქართლის დასენიანებულ სოფლებში ავადობა არის თითქმის ისეთი, როგორც გერმანიაში. მაშინ როდესაც, მთელს საქართველოში საბედნიეროდ ავადობა ძალიან ნაკლებია, ამ დასენიანებულ არეებში ავადობა გვაქვს დაახლოებით 180-ჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად საქართველოში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ  „POSTV“- ის ეთერში.

 

კომენტარები