პაატა იმნაძე – „შემოდგომაზე მოსახლეობის 60 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს“

-„დიდი იმედი გვაქვს,  თებერვლის მეორე ნახევარში მაინც ქვეყანაში ვაქცინა იქნება. იგივე „კოვაქსის“ პლატფორმას აქვს ხელშეკრულება „ფაიზერთან“ და „ბიოენტექთან“. ვაქცინის შესახებ, რომელსაც მინუს 70 გრადუსზე უნდა შენახვა, შეთანხმება მიღწეულია. იმედი გვაქვს, „ფაიზერის“ და „ბიონეტექის“ ვაქცინას  თებერვლის მეორე ნახევარში მივიღებთ. ვაქცინა საშუალებას მოგვცემს, ყველაზე მაღალი რისკის ადამიანების, ჩემი კოლეგების, რომლებიც მუშაობენ პაციენტებთან, ვაქცინაცია დაიწყოს.

მთავარი და ძირითადი მაინც იქნება, -რამენაირად მოვახერხოთ, ვაქცინაციით მოცვა იყოს ძალიან მაღალი. ეს უკვე ზაფხულის ან შემოდგომის პერიოდში იქნება. რათა მომავალ ზამთარს მომზადებული შევხვდეთ, მოსახლეობის უმრავლესობა, 60 პროცენტი ვაქცინირებული იყოს. ეს თავის მხრივ, მოგვცემს საშუალებას, არ იყოს შეზღუდვები ქვეყანაში. ეს ვირუსი სეზონურობას აჩვენებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მოადგილე პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში – „ახალი დღე“.

 

კომენტარები