პაატა იმნაძე: „ჯერ კიდევ ბევრი რამეა მასში ამოუცნობი, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. დავიცვათ ელემენტარული წესები“

-„როდესაც საერთოდ არაფერი ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ, რა თქმა უნდა, უპირველესი რჩევა და რეკომენდაცია იყო, მაქსიმალურად შეგვეზღუდა მობილობა ადამიანების, დაავადებისთვის რომ არ მიგვეცა გავრცელების შანსი. მე მგონი, მოვახერხეთ, არ გავრცელდა დაავადება ქვეყანაში. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტ-ნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი რამეა მასში ამოუცნობი, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. ამიტომ, დღეს რჩება ერთი – ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვა, მეტი ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული ? დავიცვათ ელემენტარული წესები. თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი ისევ გავრცელდება. შეზღუდვები ამას, ალბათ, ნაკლები მოჰყვება, რა თქმა უნდა, ისეთი აღარ იქნება, მაგრამ სასიამოვნო ხომ არ იქნება, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე იქნება ჰოსპიტალიზებული.

ელემენტარულ წესებს თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი კვლავ გავრცელდება. ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვემა, მეტი ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული? უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები.

გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. კორონას რომ “გამოშვერილები” აქვს, რითაც უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, იმის მუტაცია მოხდა. ამან ვირუსს გაუადვილა უჯრედში შეღწევა – მარტივად, რომ გითხრათ. ეს იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ის უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან წამოვიდა.

არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. სპაიკ-ცილა, ანუ ის გამოშვერილები, რომელიც კორონას აქვს და რითაც ეკვრის უჯრედს და შემდეგ მასში აღწევს, მოხდა ამის მუტაცია. გაუადვილდა უჯრედში შეღწევა, მარტივად რომ გითხრათ. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც პირველად ჩინეთიდან წამოვიდა.

შესაძლოა, მათ, ვისაც გადატანილი აქვს მუტაციამდელი კრონავირუსი, ახალ შტამზე ანტისხეულები არ აღმოაჩნდეს.

ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნესაქტივობები შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა.

თუ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს. თუ არ გავაგრძელებთ კორონასთან, ასე ვთქვათ, კარგად მოქცევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, მაშინ იქნება უფრო ახლოს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები