პაატა სალია: „არანაირი სამართლებრივი საფუძველი ყარამანიშვილების სარჩელს არ აქვს“

დღეს გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა:

„არანაირი სამართლებრივი საფუძველი ყარამანიშვილების სარჩელს არ აქვს.

არ შეიძლება საჯარო რეესტრს ედავო იმაზე, რომ მან აღასრულა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამართლოში წარმოდგენილი მესამე პირად იქნებიან და ყველა სამართლებრივ შეკითხვას უპასუხებს „რუსთავი 2“.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა და შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ  სარჩელით მიმართეს. მათი მოთხოვნა იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაა, რომლითაც მოხდა „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირება ქიბარ ხალვაშის საკუთრებად.

 

კომენტარები