პაატა სალია: საზოგადოებრივი საბჭო არ შეიქმნება!

პაატა სალიამ განცხადებით საზოგადოებრივი საბჭო, რომლის შექმნასაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ითხოვდნენ, არ შეიქმნება:

„საზოგადოებრივი საბჭოსთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება არის ის, რომ შემოთავაზება რაც გვქონდა, არ იქნა მიღებული ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეს შემოთავაზება არ და ვერ იქნება რაიმეს გარანტია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეთ დღეს აქ დასაქმებულ ჟურნალისტებს. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არანაირ გარანტიას არ ქმნის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნდობის ჩამოყალიბებას სჭირდება გარკვეული დრო. ვფიქრობ, ამაში და კომპანიის ეფექტურ მართვაში ამგვარ საბჭოს ექნება მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი. გარდა ამისა, გარკვეული მოთხოვნები რაც იყო, მაგალითად, მესამე მოთხოვნა, რომ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაღალრეიტინგული გადაცემებისა და მაღალი რეიტინგის შენარჩუნება, ისეთი ობიექტური გარემოებები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დროს, რამაც შეიძლება გარკვეული ინტერპრეტაციის საშუალება მისცეს და იქნება გაუთავებელი კომენტარების, დროის კარგვის საფუძველი. არ მინდა, ამ გუნდთან მქონდეს ასეთი ურთიერთობა. ვცდილობ დავანახო მათ, რომ აქ ვარ მოსული იმისთვის, რომ ეს კომპანია უფრო წარმატებული, ძლიერი და რეიტინგული იყოს. დღითიდღე ამ ნდობას იმედია განვამტკიცებთ და ანალოგიური პასუხი იქნება მათგანაც. რა თქმა უნდა, გარკვეული ეჭვები არსებობს და ვიმუშავებ, რომ ის გაქარწყლდეს. ცუდი განზრახვით რომ ვინმე იყოს აქ მოსული, მისი განხორციელება შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში, ბორდი იქნება, თუ ნებისმიერი წერილობითი გარანტია. ვფიქრობ, თანდათან ყველა დარწმუნდება, რომ ის, რასაც ითხოვენ ჟურნალისტები, შესრულდება და არანაირი გარანტია, გარდა ჩვენი ნდობისა, საჭირო აღარ იქნება“.

კომენტარები