პაატა სილაგაძე – „წყალობით, ალბათ, ღმერთი მწყალობს. 10 კაციან სიაში მოვხვდი ალბათ იმიტომ, რომ მანამდე კონკურსში ვმონაწილეობდი“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პაატა სილაგაძეს მოუსმინეს.
რომან გოცირიძემ პაატა სილაგაძეს შეკითხვით მიმართა:
„როგორ მოხვდი კანდიდატების პირველ 10 კაციან სიაში და როგორ დარჩი იმ სიიდან დარჩენილ ხუთეულშიც?“
„წყალობით ალბათ ღმერთი მწყალობს” – ასე უპასუხა პაატა სილაგაძემ.
რომან გოცირიძემ ჰკითხა: „თქვენ იყავით იმ 10 კაციან სიაში, რომელმაც გამოიწვია საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლა. მოჰყვა სერიოზული პროტესტი. მივიღეთ ეს პროცესი, რომელსაც ახლა ვხედავთ, მაგრამ მივიღეთ იმ შესანიშნავი ათეული წყალობით. მას შემდეგ 5 ჩახსნეს და 5 დარჩა და თქვენ ხართ ამ დარჩენილი ხუთეულის წევრი. ამ 20 კაციან სიაშიც აღმოჩნდით. როგორც ფიქრობთ, როგორ, რა ნიშნით მოხვდით იმ 10 კაციან და შემდეგ 5 კაციან სიაშიც? რა გწყალობთ ასე?“
სილაგაძემ უპასუყხა: „წყალობით, ალბათ, ღმერთი მწყალობს“
გოცირიძე: რომელი ღმერთი?
სილაგაძე: „ქრისტე ღმერთი. 10 კაციან სიაში მოვხვდი ალბათ იმიტომ, რომ მანამდე კონკურსში ვმონაწილეობდი. შესაბამისად კენჭისყრის დასრულებამდე, იუსტიციის საბჭოს მიეცა უფლებამოსილება და საბჭოს მდივანმა დამირეკა, რომ ვფიქრობთ მოვახდინოთ თქვენი ნომინირება საწინააღმდეგო ხომ არ გექნებათო. მეც დავეთანხმე“.