„პავილიონისმა გადაწყვიტა, -ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე, -მეორე დაადანაშაულოს“-ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერი

სეიმის ვიცე-სპიკერი, იულიუს საბატაუსკასი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა:

-„საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გადაწყვიტა, -ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე, -მეორე დაადანაშაულოს“, – განაცხადა სეიმის ვიცე-სპიკერმა, იულიუს საბატაუსკასმა.

ლატვიაში დაგეგმილი ვიზიტის წინ ჟიგიმინტას პავილიონისისგან განმარტებები ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა მოითხოვეს.

-„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, – განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა.

კომენტარები