პაკისტანში პოლიციის შენობაზე თავდასხმა მოხდა

პაკისტანის ხიბერ ფახთუნხვას პროვინციაში თავდასხმა მოხდა პოლიციის შენობაზე. თვითმკვლელმა საავადმყოფოს შესასვლელთან თავი აიფეთქა.
რვა დახოცილს შორის ოთხი პოლიციელია, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. ოლქის პოლიციის უფროსის სალიმ რიაზმის განცხადებით, თავდამსხმელები მოტოციკლებით მიიჭრნენ პოლიციის შენობასთან და ცეცხლი გახსნეს, სადაც ორი პოლიციელი მოკლეს. თავდასხმის შემდეგ თვითმკვლელმა ქალმა ბომბი ააფეთქა საავადმყოფოს შესასვლელში. აფეთქებას ექვსი ადამიანი შეეწირა, მათ შორის კიდევ ორი პოლიციელი.
მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. მომხდარზე პასუხიმგებლობა პაკისტანის თალიბანმა აიღო.

კომენტარები