პაკისტანში, რელიგიურ სკოლაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

პაკისტანში, ქალაქ ფეშავარი რელიგიურ სკოლაში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა. მედრესეში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

-„აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე შენობაში ჩანთიანი ადამიანი შევიდა. დაღუპულების ასაკი 20-დან 30-მდეა, დაშავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც არიან“, – აცხადებენ  თვითმხილველები.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები