პალესტინელებისა და პოლიციელების შეტაკებები – იერუსალიმში უსაფრთხოება გაძლიერებულია

ისრაელმა იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. შესაძლოა,  ალ-აქსას მეჩეთთან დაპირისპირება კვლავ განახლდეს.

პალესტინელებისა და პოლიციელების შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი დემონსტრანტი და 17 სამართალდამცველი დაშავდა. არეულობა ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინელების რამდენიმე ოჯახის გასახლების გეგმას მოჰყვა.

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორის სიახლოვეს უსაფრთხოება გაძლიერებულია.

კომენტარები