პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა

ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ გამორიყული თევზი ძირითადად კეფალის სახეობისაა.

მსგავსი შემთხვევა კი ბოლო რამდენიმე წელია, პერიოდულად ფიქსირდება.

ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები კი უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.

კომენტარები