„პანდემიასთან დაკავშირებით ჩინეთს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი“

-„პანდემიასთან დაკავშირებით ჩინეთს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ჩინეთი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, თუ რა ისწავლა, რა გააკეთა არასწორად, ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიაღწია წარმატებებს.

ჩინეთმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი შეკითხვებს, თუ რამდენად დროულად ამცნო მსოფლიოს შესაძლო პანდემიის შესახებ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლასიმ.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიტანეთი, აშშ, კანადა ავსტრალია და ახალი ზელანდია, „ხუთი თვალის“ ჯგუფის ფარგლებში დეტალურად სწავლობენ ჩინეთის მიერ ვირუსის გვარცელების შესაჩერებლად მიღებულ ზომებსა და მათ შესაბამისობას საერთაშორისო პროტოკოლთან.

აშშ-ის გენერალურმა მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა:

„აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს აქვთ მტკიცებულება, რომ ვირუსი სწორედ ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელდა, თუმცა დიდი ალბათობით, ხელოვნურად შექმნილი არ არის“.

კომენტარები