„პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს, უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრებას“ – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილეს.

-„პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს,  უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრებას. ვირუსთან თანაცხოვრების დროს საჭიროა ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვა, რასაც ჯანდაცვის სექტორი აცხადებს.

თანაცხოვრება ნიშნავს, ერთის მხრივ ჯანდაცვის სექტორის სრულ მზადყოფნას,  ახლად დადასტურებული შემთხვევები rom მართოს და მართვა ძირითადად პირველადი ჯანდაცვის დონეზე უნდა იყოს, ასევე ჩვენ შუალედური რგოლი. ე.წ. სასტუმროებიც შემოვიტანეთ, ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს. მეორეs მხრივ, თანაცხოვრება ნიშნავს ეკონომიკის გახსნას და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას, მაგრამ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რასაც ჯანდაცვის სექტორი აცხადებს, პირველ რიგში, ეს არ პირბადის გამოყენება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 478 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარაში – 196,  თბილისში 178, იმერეთში 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში 13, ქვემო ქართლში 15, შიდა ქართლში 6, გურიაში 1, მცხეთა-მთიანეთში – 4.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 93 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები