„პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული, ისევე როგორც გლობალურად არ არის დამარცხებული“ – გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„საკოორდინაციო საბჭო 28 იანვარს სეიქმნა. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული და ინფიცირების პირველი შემთხვევა რეალურად მხოლოდ 1 თვის შემდეგ.

დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმარულებით.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული, ისევე როგორც გლობალურად არ არის დამარცხებული. პანდემიის მიმართულებით 2 ფრონტზე ბრძოლა მოგვიწევს. პირველ რიგში, ეს არის და რჩება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ, ჩვენი ეკონომიკის აღორძინება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები