„პანდემიის დროს ჯანმომ გაუბედავად და ცუდად იმოქმედა“ – ჩეხეთის პრემიერი

პანდემიის დროს ჯანმომ გაუბედავად და ცუდად იმოქმედა. ამის შესახებ გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ჩეხეთის პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.

-„კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლაში ჯანმომ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული როლის შესრულება.ჯანმოს მიერ შემოთავაზებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯანმომ ვერ შეძლო საჭირო რეკომენდაციების გაცემა.

ჩეხეთი გაეროსა და ჯანმოს რეფორმირებას უჭერს მხარს. პანდემიამ ცხადყო, მეცნიერებაში ინვესტიციების ჩადება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები