„პან­დე­მი­ის მარ­თვა ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია – ტრან­სპორტთან ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რად უნდა მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“ – ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი

„პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“  – წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, ადას­ტუ­რებს თუ არა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან ტრან­სპორ­ტსა და დიდ სა­ვაჭ­რო მო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა?

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გმა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვმა განაცხადა:

-„აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა. დიახ, მე ამას ვა­დას­ტუ­რებ. ვი­ყა­ვი შეხ­ვედ­რა­ზე პრე­მი­ერ­თან, გვი­თხრეს, შესაძლოა, იქით კვი­რა­ში კი­დევ დაგ­ვი­ძა­ხონ. და­ვა­ლე­ბაც მი­ი­ღო ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა და ვიცე-პრე­მი­ერ­მა, მაგ­რამ რო­გო­რი პა­კე­ტი, და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი იყო, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ ეს ასე მოხ­დე­ბა. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია იყო, ბევ­რი დრო რომ არ და­ი­კარ­გოს, რად­გან დღეს და ხვალ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ინც იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი,  ჯან­დაც­ვამ ცოტა რომ ამო­ი­სუნ­თქოს.

ამ ეტაპ­ზე ჯან­დაც­ვის სი­ტე­მა პან­დე­მი­ას ვაი-ვაგ­ლა­ხით უმკლავ­დე­ბა, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია.

მე, რო­გორც ექი­მი, მომ­ხრე ვარ, არა­ე­სენ­ცი­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტე­ბი შე­ი­ზღუ­დოს, არა­ე­სენ­ცი­ა­ლურ­ში ძი­რი­თა­დად იგუ­ლის­ხმე­ბა ის ობი­ქე­ტე­ბი, რო­მე­ლიც არ არის სურ­სათ­თან და აფ­თი­აქთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ, უნდა შე­ი­ზღუ­დოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ძა­ლი­ან ბევ­რი არ უნდა და­ვაგ­ვი­ა­ნოთ. ტრან­სპორტთან ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რად უნდა მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, – კონ­ტრო­ლი უნდა გა­ვამ­კაც­როთ, მას­ში ასუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შე­ვამ­ცი­როთ, სა­ერ­თოდ მის გა­ჩე­რე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა უარი ვთქვათ, – ეს ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ვფიქ­რობ, იქით კვი­რა­ში ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

ჩვენ ვხე­დავთ, პან­დე­მი­ის მარ­თვა ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნა უმკლავ­დე­ბა იმას, რომ სახ­ლში არა­ვინ იღუ­პე­ბა, ღმერ­თმა გვა­ცი­ლოს ამის ერთი პრცე­დენ­ტიც კი, მე არ ვამ­ბობ უე­ცარ სიკ­ვდილ­ზე და თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ურ გარ­თუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ამ ვე­რაგ ვირუსს ახა­სი­ა­თებს, შეიძლება, უსიმპტო­მო ადა­მი­ან­საც და­ე­მარ­თოს ეს. აქ ლა­პა­რა­კია სუნ­თქვი­თი აპა­რა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რომ ამოგ­ვე­წუ­როს, რო­გორც ეს და­სა­წყის­ში ნიუ-იორკში და ლომ­ბარ­დი­ა­ში – იტა­ლი­ა­ში მოხ­და. ვაი-ვაგ­ლა­ხით ამას ვუმკლავ­დე­ბით, ეს ზღვა­რი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია, ეს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა, რა თქმა უნდა, ეპი­დე­მი­ლო­გი­უ­რად ჩვენ არ გვაქვს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, ახლა სად ვიმ­ყო­ფე­ბით. თუ ეს პი­კია და სა­დღაც იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლი­ზა­ცია და დაღ­მავ­ლო­ბის­კენ წა­მო­ვალთ, შე­იძ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნამ მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბით გა­უძ­ლოს“, – გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

ვიდეო

 

მომავალი კვირიდან რეგულაციები მკაცრდება? – ტრანსპორტის შეზღუდვა, ბარ-რესტორნებისა და სილამაზის სალონების დახურვა

კომენტარები