„პანდემიის პერიოდში, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში, ეს რეალურ ციფრებში აისახა კიდეც“ – ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა 18 დეკემბერს პროექტის – „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ – ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
-„პანდემიის პერიოდში, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში, ეს რეალურ ციფრებში აისახა კიდეც“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა:
5 ე.წ. კანონიერი ქურდი
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დააკავეს და პასუხისგებაში მიეცა – 49 პირი
ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულია – 71 პირი
საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი.