„პანდემიის ფონზე ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ბავშვებს შორის დაფიქსირებული ანთებითი სინდრომი მსოფლიოს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“ – ჯანმო

-„პანდემიის ფონზე ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ბავშვებს შორის დაფიქსირებული ანთებითი სინდრომი მსოფლიოს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ინფორმაცია მივიღეთ, ბავშვების მცირე რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოათავსეს მრავალსისტემური ანთების გამო, რომელიც კავასაკის დაავადებას ჰგავს.

წინასწარი ჰიპოთეზებით, ეს სინდრომი შეიძლება კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული.

ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად და დეტალურად დავახასიათოთ ეს კლინიკური სინდრომი, გავიგოთ მისი მიზეზები, აღვწეროთ დაავადება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

საფრანგეთში 9 წლის ბიჭი კორონავირუსთან დაკავშირებული იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყანაში ანთებითი დაავადების მქონე ბავშვების შემთხვევები დაფიქსირდა. სიმპტომები კავასაკის დაავადებას ჰგავს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს კორონავირუსს უკავშირდება.

კომენტარები