„პანდემიის შემთხვევაში მათ ეძლევათ განუსაზღვრელი უფლებები იმისი, რომ მართონ ფაქტიურად მთელი მსოფლიო და შემოიღონ ნებისმიერი …“ – თინა თოფურია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „განსხვავებული აზრი”.  წამყვანი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ზაზა დავითაია.

თემა: კოვიდ-აფერა

სტუმარი: თინა თოფურია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი

-„სხვა ქვეყნებში გაიდლაინის დამრღვევ ექიმებს სამსახურიდან ითხოვენ, ამერიკაში 60 ათას ექიმებზე მეტი დაითხოვეს სამსახურიდან. აქ ჩვენი ექიმები აღარ რისკავენ. თავიდან კარგი შედეგები დაიდო პირველი ტალღის დროს იმიტომ, რომ ჩვენ კარგი ინფექციონისტები გვყავს, თავიანთი შეხედულებით მიყვნენ. 16-ჯერ შეიცვალა პროტოკოლი და ახლა მეჩვიდმეტეზე მუშაობენ. ანტიბიოტიკები არ იყო ჩართული, ახლა დაიწყეს ჩართვა.

რამდენადაც ვიცი, ჰაიდლაინები ამერიკაში იქმნება და ხელმძღვანელობს ფაუჩის ინსტიტუტი, მაგრამ მარტო ის არა, ჰოპკინზის ინსტიტუტიც არის ჩართული და რა თქმა უნდამ ჯანმო.

ახლა გაერთიანდა ათასზე მეტი იურისტი მთელი ევროპიდან და ამერიკიდან, 100 ათასზე მეტი ექიმი, რომლებმაც მათ წარუდგინეს არასწორი პროტოკოლების ოფიციალური დოკუმენტაცია და შეცდომებიც, რომლებიც სამედიცინო კუთხით განიხილება. ისინი აპირებენ ახლა მეორე ნიურბერგის პროცესის აღძვრას, ჰააგის სასამართლოშიც აქვთ შეტანილი, რამდენადაც ვიცი, მიიღო სასამართლომ და ალბათ ეს ხალხი დაისჯება. ამითია გამოწვეული, რომ თითქოს ჯანმო ცოტა მორბილდა. ჯანმომ ბოლო სამიტზე მოითხოვა, რომ პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში, რომელიც არ ყოფილა ჯერ გამოცხადებული და ახლა აპირებენ, განსაკუთრებული უფლებები და რამდენიმე ქვეყანამ სთხოვა ტაიმაუტი, არ მოუწერა ხელი ამაზე, არ შევიდნენ ამ გაერთიანებაში. იმიტომ რომ პანდემიის შემთხვევაში მათ ეძლევათ განუსაზღვრელი უფლებები იმისი, რომ მართონ ფაქტიურად მთელი მსოფლიო და შემოიღონ ნებისმიერი შეზღუდვები…“, -განაცხადა თინა თოფურიამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/athgN3JQ60/

კომენტარები