„პანდემიური კრიზისი 2022 წელშიც გაგრძელდება“ – ჯანმო

ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო , შესაძლოა, პანდემიის დასრულების თარიღმა, გადაიწიოს. ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა,

-„პანდემიური კრიზისი 2022 წელშიც გაგრძელდება. აფრიკაში პოპულაციის 5 %-ზე ნაკლებია ვაქცინირებული, მაშინ, როდესაც მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობის 40 % აცრილია. ვაქცინების უდიდესი ნაწილი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მიიღეს, აფრიკას ვაქცინების საერთოდ რაოდენობის მხოლოდ 2,6 % გადაუნაწილდა. მდიდარმა ქვეყნებმა ადგილი უნდა დაუთმონ შედარებით ღარიბ სახელმწიოფოებს და ფარმაცევტულმა კომპანიებმა პრიორიტეტულად სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები განიხილონ. ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს“.

კომენტარები