პანკისის ხეობა მდინარე ალაზანის ველზე მდებარეობს

პანკისის ხეობა მდინარე ალაზანის ველზე მდებარეობს. ალაზანი სათავეს დიდი კავკასიონის მთებში იღებს.

პანკისის ხეობას დასავლეთით თიანეთის ზეგანი და ზემო არაგვის ველი ემიჯნება, სადაც ხევსურები სახლობენ (უდიდესი სოფელია ბარისახო), აღმოსავლეთით კი თუშეთის მაღალმთიანი ქვაბული.
პანკისის ხეობაში თბილისიდან მომავალი გზით ადიხარ, გომბორის უღელტეხილის გავლით, გაივლი  ვენახებსა და ხეხილის ბაღებში ჩაფლული სოფლების უწყვეტ ჯაჭვს, ჩადიხარ ახმეტის რაიონის ცენტრში . ახმეტა, მდინარეების ალაზანისა და ილტოს ველებზეა განფენილი. მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ციხესიმაგრე ბახტრიონი.
ახმეტიდან გზა ჩრდილოეთით მიემარტება ( ოდნავ აღმოსავლეთით უქცევს), უკვე პირდაპირ პანკისის ხეობამდე.
ხეობის პირველი სოფელი ძირითადად ფშაველებით, მთიელი ქართველებით, და მცირერიცხოვანი ოსური ჯგუფით არის დასახლებული. ეს მატანია. აქ არის საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ციხესიმაგრე და სასახლე, ძველი ქართული ეკლესიები. აქ უკვე ხეხილის ბაღები და ვენახები შედარებით ნაკლებია, ხოლო ციცაბო ფერდებზე კირქვა თეთრად გამოსჭვივის. მატანის შემოგარენი დაფარულია მუხნარით. მატანის შემდეგი სოფლებია ბახლოვერი და ოსური ქორეთი. მათ შედეგ კი მოდიან ფშაური საკობიანო, წინუბანი და ბოლოს ყვარელწყალი. ხეობის ფშაუროსური და ქისტური ნაწილების სახასიათო გამყოფ პუნქტს წარმოადგენს წყლის ჯებირი და ალაზანზე გადებული ხიდი, რომლის გასწვრივ, ალაზნის მარცხენა (დასავლეთი) მხარეს (დიდი კავკასიონის ქედის მიმართ) იწყება მთავარი ქისტური სოფელი დუისი. აქ ველი ვიწროვდება, სახლები მდინარეს უახლოვდებიან.
დუისი უდიდესი სოფელიაპანკისის ადმინისტრაციული ცენტრი. აქ არის განთავსებული ადგილობრივი მმართველობა ახმეტიდან. დუისი გზასა და მდინარეს მიჰყვება, ერთქუჩიან სოფელს მოგვაგონებს. ყველა სხვა დანარჩენი ქისტური სოფელიც ასეა განაშენიანებული. დუისში ორი მეჩეთია, სკოლა, საავადმყოფო, კულტურის სახლი, UNHჩღის ბიურო, გადახურული ბაზარი, რამოდენიმე სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზია, საპარიკმახერო.
დუისის ახლო გორაკებზე შემორჩენილია ორი ქართული ქრისტიანული ტაძრის ნანგრევები (ხომი და ხორბალო), ამფითეატრი და ციხესიმაგრე ბალთაგორის ნაშთები.
დუისიდან გზა მიემარტება მორიგი ქისტური სოფელებისაკენ, რომლებიც ასევე მდინარე ალაზნის გასწვრივ მდებარეობენ: ჯოყოლო, ბირკიანი, ჯიბახევი. დუისიდან, მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, გორაკზე განთავსებული ამფითეატრის უკან, მიემართება გზა დუისის პარალელურად მდებარე, მაგრამ მთებში ჩამალული ფშაური სოფლისაკენდედისფერული (კაკლიანი).
ბოლო სოფელი ჯიბახევი მაღალმთიან ხადორის ხეობამდე აღწევს, იქედან სამი გასასვლელია მაღალმთიან ტრასებამდესაქისტო (ბატანა), ლამაზურ (კოჭადალა) და ალაზანიბორბალოს სათავე.
ალაზნის მარჯვენა (აღმოსავლეთი) მხარს (დიდი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით), .. ჯებირით და ხიდით მდინარის მეორე ნაპირზე გადასულს ამჟამად უმეტესად ქისტებით დასახლებული სოფლები შემოგხვდებათ. პირველ ოთხში ( მათში ქისტები დომინირებენ) რამოდენიმე ოსური ოჯახია შემორჩენილი: ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ზემო ხალაწანი, დუმასტური. დუმასტურიდან კი მხოლოდ ქისტებით დასახელბულ სოფელ ომალოში მოხვდებით. ომალოდან შეგიძლიათ გახვიდეთ მაღალმთიან ტარსაზეხორაჯოჩხათანანაქერალა.

 

კომენტარები