პარაგვაის აღმოსავლეთით, ბრაზილიის საზღვართან ახლოს მდებარე ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა

პარაგვაის აღმოსავლეთით, ბრაზილიის საზღვართან ახლოს მდებარე ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა.

ამის შესახებ BBC წერს.

ათობით გაქცეული ბრაზილიის უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფების The First Command of the Capital (PPC) წევრები არიან, რომელიც სან-პაოლოში მოქმედებს და ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობს.

ციხეში გათხრილი გვირაბი იპოვეს, თუმცა ფიქრობენ, რომ პატიმრები შენობის მთავარი შესასვლელის გამოყენებით დატოვეს, გვირაბი კი კვალის დასაფარად გათხარეს.

პარაგვაის იუსტიციის მინისტრის სესილია პერეზის განცხადებით:

„ ციხის ხელმძღვანელობას სამსახურიდან გათავისუფლება და დაპატიმრება ელით. მისი თქმით, მთავრობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაქცევა დაგეგმილი იყო, ოფიციალურმა პირებმა კი ქრთამის სახით $80 000 დოლარი მიიღეს.

ცხადია, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს“.

კომენტარები