„პარასკევიდან ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტესტირება იწყება“ – ამირან გამყრელიძე

-„ჩვენ, პარასკევიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტში ვიწყებთ ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევას, რომ დავადგინოთ, როგორია გავრცელება კოვიდინფიცრებისა მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არა მხოლოდ ორ სოფელში. საკონტროლოდ ავიღეთ კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კერძოდ თელავი. ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 5 დღის განმავლობაში, პარასკევიდან მოყოლებული ამ კვლევებს ჩავატარებთ და ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები