პარიზის მთავრობა პარკებსა და ბაღებში მოწევის აკრძალვებს ამკაცრებს

პარიზის მთავრობა, პარკებსა და ბაღებში მოწევასთან დაკავშირებით, გამკაცრებულ შეზღუდვებს აწესებს.

8 ივნისიდან, საფრანგეთის დედაქალაქის 52 პარკში მოწევა აიკრძალება. ქალაქის ხელისუფლებამ ამის შესახებ, 31 მაისს – საერთაშორისო დღეს თამბაქოს გარეშე, გამოაცხადა.

როგორც ტელეარხი “BFMTV”-ი გადმოსცემს, წესის დამრღვევს €38-ს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.

საქალაქო საბჭომ, პარკებში მოწევასთან დაკავშირებული კანონის გამკაცრება მას მერე გადაწყვიტა, რაც 2018 წლიდან მიღებული მსგავსი რეგულაციები, პარიზის რამოდენიმე პარკში დაწესდა. შედეგად, მიწაზე დაგდებული ნამწვის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამ დადებითი გამოცდილების ანალიზის შემდგომ, ჩამონათვალში კიდევ 46 პარკი თუ ბაღი ჩაამატეს.

 

კომენტარები