პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს – „პარლამენტი ცხოველთა ფერმა“

​ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს.

-„პარლამენტში ერთი პარტიის შესვლით საქართველო საბჭოთა კავშირში დაბრუნდება. ერთპარტიული პარლამენტი ცხოველთა ფერმას ემსგავსება.  ჩვენ არ გვინდა ერთპარტიული, “ქოცური” პარლამენტი“. გოჭი დიქტატურის სიმბოლოა და ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმასთან” გაავლეს პარალელი“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

 

კომენტარები