პარლამენტთან დაპირისპირება – ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს ქურდბაცაცა კრიმინალებს უწოდებს

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება იყო.  სამართალდამცველებმა  20 პირი დააკავეს. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მივიდა. დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,  სამართალდამცველებმა მათ კარვები მოჰპარეს, მათ „ქურდბაცაცა კრიმინალები“ უწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, ოცივე პირი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც რამდენიმე თვეა, საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან, კარვებში იმყოფებოდნენ, კარვის გადატანა პარლამენტის წინ უნდოდათ.  ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

-„ეს ქურდბაცაცა კრიმინალი პოლიციაა, რომელიც კრიმინალის ნაცვლად ებრძვის სამოქალაქო აქტივისტებს. არ გვაძლევს შესაძლებლობას, მეორე კარავი მოგვპარეს, ხელიდან გაგვტაცეს ქურდებმა და კრიმინალებმა. ერთი წელი აქ რომ კარავი იდგა, ის ხო კანონიერი იყო, კანონში შეიცვალა რამე? კანონიერად შეგვძელო კანონის დადგმა. ეს ხალხი ესებუას დაკავების, კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად, აქ მე და სამოქალაქო აქტივისტებს გვებრძვიან აკავებენ, ეჭიდავებიან. ათამდე დაკავებული აქტივისტია, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ეს მავნებელი ადამიანები და ვწუხვარ, სახეზე აწერიათ, -გაუბედურებულები არიან. ამათი უმრავლესობა თვიდან თვემდე დამოკიდებული არიან ბანკომატზე, რომ შეყონ ბანკომატში ის კარტა, რაღაც 900 ლარი აიღონ, ამის გამო შეასრულებენ ბიძინას და გომელაურის ნებისმიერ დავალებას, საკუთარი ოჯახის წევრებს დაიჭერენ, ესენი არიან უნამუსოები“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.

კომენტარები