პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება (ვიდეო)
რუსთაველზე აქცია ამ წუთებში ისევ მიმდინარეობს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. სტუდენტები ითხოვდნენ შესვლას და აქციაზე სიტყვით გამოსვლას, რასაც მოჰყვა კამათი და მცირე შეხლა-შემოხლა. ახალგაზრდები ასევე, აქციაზე პოლიტიკოსების ყოფნას აპროტესტებენ.
მათ კორიდორი გააკეთეს და პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, ტერიტორია დატოვონ.
პარალელურად, აქციაზე სიტყვით გამოსვლები გრძელდება.
ათასობით ადამიანი რუსთაველზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასა და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს. აქციებს პერმანენტული ხასიათი აქვთ.
აქციაზე ასევე მოითხოვენ 21 ივნისის დარბევისას დაკავებულთა გათავისუფლებას.
ტერიტორიიდან ინციდენტის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა.
აქცია პარლამენტის წინ გრძელდება
Posted by პია • PIA on Saturday, June 22, 2019