პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს (ვიდეო)
პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც რუსულ ოკუპაციას და დღეს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებს გზის საავტომობილო ნაწილზე გადასვლის საშუალება მიეცათ.