„პარლამენტი იქნება „გირჩის“ სამეფო – ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ…“ – „გირჩის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

პარტია „გირჩის“ წევრები, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ. მათი თქმით, დღეს პარლამენტში მისვლა ტექნიკური ხასიათიაა.

მანამდე მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოაწერეს.

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა:

სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებთ კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, მათ ბავშვებს გავიცნობ… ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობა დავამყარო“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა:

-„პირველი, რასაც მე ვეცდები, რომ დავაყენოთ პარლამენტში, ეროვნული ბანკის რეფორმირების საკითხია. პარლამენტს ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს შევთავაზებთ. ამ მხრივ პირველ რიგში ეროვნული ბანკის რეფორმირების საკითხი იქნება. ეროვნული ბანკი არის მთავარი დამნაშავე ჩვენი ქვეყნის სიღარიბესა და დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპშ

დაველაპარაკებით ყველას, რათა რეფორმები მოვამზადოთ. თუ ეს რეფორმები პარლამენტში კენჭისყრაზე დადგება, ჩვენ მივალთ და მხარს დავუჭერთ“.

კომენტარები