„პარლამენტი კონსტიტუციის ფარგლებიდან არ უნდა გავიდეს, არც 15 ივლისამდე და არც ერთი საათით, თუ ამას დავუშვებთ, ეს ძალიან მძიმე შედეგებით დაგვიბრუნდება“ – ირმა ინაშვილი

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

-„პარლამენტი კონსტიტუციის ფარგლებიდან არ უნდა გავიდეს, არც 15 ივლისამდე და არც ერთი საათით, თუ ამას დავუშვებთ, ეს ძალიან მძიმე შედეგებით დაგვიბრუნდება. სხვადასხვა ალტერნატივა იყო შემოთავაზებული,  ამას თუ არ გავაკეთებთ, ეს მოხდება, ის მოხდება… პოლიტიკური სპეკულაციები.  არსებობს პასუხი სამივე ალტერნატივაზე და ნურავის გვაშინებთ, ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია, აი ეს არის ალტერნატივა.

არსებული კანონმდებლობა – ჯანდაცვის კანონი და კიდევ სხვა ბერკეტები აქვს მთავრობას, თავისუფლად იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს სიტუაციის გაკონტროლება და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა“, – განაცხადა , პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

 

 

 

კომენტარები