პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტიმა, მესამე მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ინიციატივას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

პროექტი ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს, შემდეგ სასესიო სხდომაზე უყარეს კენჭი.

კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება,  აღსრულება ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს. აქტი 80-მდე მუხლს შეეხება, 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება.

დოკუმენტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).

 

კომენტარები