“პარლამენტმა რომ ქორწინება აკრძალოს რამდენ პრობლემას ავირიდებთ თავიდან?!”-ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს-“თემა სასაცილო არაა, მაგრამ მთლად ბოლომდეც არ ვხუმრობ, – პარლამენტმა ქორწინება რომ აკრძალოს, რამდენ პრობლემას ავირიდებდით თავიდან, – მთავრობის წევრების სიდედრებზე გაფორმებული ქონებიდან დაწყებული (ჯერ ოფიციალური რა სანდოა და ვინღა ენდობა არაოფიციალურ სიდედრს)
და რაც მთავარია, ოჯახურ ძალადობას.
ტროლ-სიდედრების თავდასხმისთვის მზად ვარ, კიმონო ჩავიცვი და ისე დავპოსტე”-წერს ფანჯიკიძე
ნათია ფანჯიკიძე პარლამენტის ყოფილი წევრის და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანის, ირაკლი ალასანიას მეუღლეა.
მოამზადა ნათია ბერიძემ