„პარლამენტში სამუშაო გარემო უნდა იყოს და არა ცირკი… ფეხით გამოგათრევთო, რომ მპირდებოდნენ – ახლა შემოდიან, როგორ უნდა ჩამხედონ თვალებში?“-ალეკო ელისაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი, მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.

„მოქალაქეების” ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა: ეხით გამოგათრევთო, მე რომ მპირდებოდნენ და თავიანთი ფეხით შემოდიან ახლა, როგორ უნდა ჩამხედონ თვალებში? – ამის შესახებ

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას” არც პოლიტიკური ალღო აღმოაჩნდა და არც პრაგმატიზმი და პარლამენტში „გაბანძებულები“ შედიან.

-„ხომ დადასტურდა, – ცამდე მართლები ვიყავით. ხომ დადასტურდა, – ასე უნდა მომხდარიყო. ამაზე ვაფრთხილებდით „ნაციონალურ მოძრაობას”, – ნუ ხართ უგულავას და ბოკერიას აყოლილები. ამიტომ არიან ასეთ დღეში. შემოდიან „გაბანძებულები“. 5 კითხვა მაქვს – მინდა დავუსვა „ნაციონალურ მოძრაობას”:

ფაქტია, –  ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას არც პოლიტიკური ალღო აღმოაჩნდა, არც პოლიტიკური პრაგმატიზმი და არც ამ ქვეყნის სიყვარული. აწვალეს ქვეყანა. ჩვენ შემოვედით თებერვლის დასაწყისში, თვითონ შემოდიან ივნისის დასაწყისში. რა განსხვავებაა? თვითონაც ახდენენ პარლამენტის ლეგიტიმაციას? ჩვენ გვეუბნებოდნენ, ივანიშვილის პარლამენტის ლეგიტიმაციას ახსენთო. თვითონ რას აკეთებენ? 18-ჯერ მეტნი არიან ჩვენზე, ანუ 18-ჯერ მეტჯერ ახდენენ პარლამენტის ლეგიტიმაციას? წინ უნდა გაეხედათ, სანამ ტუჩები ჰქონდათ დალურჯებული ჩვენი ლანძღვით. წინ უნდა გაეხედათ, რომ აქ მოსვლა მოუწევდათ. პარლამენტში სამუშაო გარემო უნდა იყოს და არა ცირკი. ცირკი გამართვას თუ აპირებენ, ეს იქნება ძალიან ცუდი, ყოველ ჯერზე მიიღებენ ჩემგან პასუხს. ვისურვებდი, ახლა მაინც დაგვიჯერონ და საქმის საკეთებლად შემოვიდნენ”.

კომენტარები