„პარტიების განცხადებები, რომ აქციაზე არ მივლენ, არ მომწონს – სააკაშვილი ციხეში ზის იმიტომ, რომ ასე დასჭირდა…“-ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

-„ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი სხვა ტიპის პოლიტიკური ფიგურაა, რთული პოლიტიკური ფიგურაა, რომლის მიმართაც ჩვენ ყველას ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს. თუმცა, მე არ მომწონს, როდესაც პარტიებმა წინასწარ დაიწყეს განცხადება, ვინ მივა მის მხარდამჭერ აქციაზე და ვინ – არა. არ არის საჭირო, თავად გადაწყვიტოს ვინ რა მოწოდებას შეუერთდება. იცით რაშია საქმე? საქმე მხოლოდ სააკაშვილის პირად თემას და მის გათავისუფლება-არგათავისუფლებას არ ეხება. საქმე გახლავთ იმაში, შევეგუებით თუ არა ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკურ სასამართლოს და გამოძიებას, ივანიშვილის ეთპიროვნულ მმართველობას თუ არა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეკითხვაზე, მისთვის პოლიტპატიმარია? ნინო ბურჯანაძემ უპასუხა:

-„მე ეს ვთქვი. სხვათა შორის, ეს თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, –  თუ სააკაშვილი პოლიტიკას თავს დაანებებს არ დავიჭერთ, ხოლო თუ არ დაანებებს დავიჭერთო. სააკაშვილი ციხეში ზის იმიტომ, რომ ასე დასჭირდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას. ეს არის გადამწყვეტი. ისეთი სასამართლო რომ გვქონდეს, სადაც ადამიანი თუ უდანაშაულოა, დაამტკიცებს ამას, მაშინ მე პრობლემა არ მექნებოდა”.

კომენტარები