„პარტნიორი ქვეყნების ელჩებს – ჩვენ ქვეყანაში, დადექით ჩემთან ერთად, გააპროტესტეთ უსამართლობა“ – ნიკა მელია

-„გაქცეული აქვთ სადავეები, იმდენად დამოკიდებულები არიან კრიმინალებზე, რომ მოინდომონ, ვეღარ გააჩერებენ, გესმით, თქვენ? ბოღმა ამოძრავებთ, პოლიტიკური ბოღმაც, მათ შორის, სადმე თუ არ უნდოდათ წაგება, ეს იყო გლდანი, მაგრამ წააგეს. წააგებენ მთავარ ბრძოლას, ბოლომდე ჩამოგხსნით ნიღაბს. არავინ გაბედოს, მითხრას, –  ყველაფერს ამას უნდა შევეგუო. მივმართავ ჩემ მეგობრებსაც და პარტნიორი ქვეყნების ელჩებსაც, ჩვენ ქვეყანაში, მოდით, დადექით ჩემთან ერთად, გააპროტესტეთ უსამართლობა. ნუთუ ვერ ხედავთ, ძალადობენ, ვერ ხედავთ, სულ უფრო ახლოს და ახლოს ეცემა ის ნაღმები, რომელიც ქვეყანაში ძალიან დიდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მაინცდამაინც შუბლი უნდა გამიხვრიტონ მე ან ჩემ მეგობრებს, რომ მიხვდეთ ? არჩევნებზე იძალადეს, კვლავ ძალადობას აპირებენ? არ იქნება უკან დახევა, სრულიად სერიოზული ვარ ამაში“, – განაცხადა  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

 

კომენტარები